EU-funded FLEG II Program has completed in February 2017. Learn more about the Program and its results, read the final reports, or contact us.

ADA-funded FLEG II Program has completed in December 2017. Learn more about the Program and its results, read the final reports, or contact us.

 
17/10/2015

ნახატების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის “ჩემი ტყე“

„სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით (ENPI) მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)” პროგრამის ფარგლებში, ტარდება ნახატების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის „ჩემი ტყე“.

კონკურსში მიიღება სკოლის მოსწავლეთა ნახატები თემაზე: „ბუნებრივი ტყე ჩემს რეგიონში“. მოსწავლეებმა საკუთარ ნამუშევრებში უნდა წარმოადგინონ მათი რეგიონის ბუნებრივი ტყის უნიკალურობა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან.

კონკურსის ბოლოს ტყის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა, სადაც გამოიფინება საუკეთესო ნამუშევრები, ხოლო 12 გამარჯვებული ნახატის ავტორი დაჯილდოვდება ეკობანაკი „ეკოხედვას“ 1-კვირიანი საგზურით და სხვა პრიზებით.

საკონკურსო ნახატი შესრულებული უნდა იყოს A3 ან A4 ზომის ქაღალდზე, აკვარელის ან ფერადი ფანქრების ან სხვა მსგავსი მეთოდების საშუალებით.  ნამუშევარს თან უნდა ერთვოდეს ავტორი მოსწავლის სახელი და გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე სკოლის დასახელება და მისამართი.

ნამუშევრების მოწოდების ბოლო ვადაა 2015 წლის 25 ოქტომბერი.

“სულმოუთმენლად ველით ნამუშევრებს, საქართველოს რეგიონები მდიდარია ტყის საფარით, ძალიან გვაინტერესებს ბავშვების თვალით დანახული მრავალფეროვნება“- ილია ოსეფაშვილი WWF-ის სატყეო პროგრამის ხელმძღვანელი და FLEG II პროგრამის ეროვნული კოორდინატორი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით (ENPI) მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)” მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების დახმარებას ტყის მართვის გაძლიერების სფეროში სატყეო პოლიტიკის, კანონმდებლობისა და ინსტიტუციონალური მოწყობის გაუმჯობესების მეშვეობით და ტყის მდგრადი მართვის მოდელების შემუშავებას პილოტური პროექტის საფუძველზე. პროგრამა განხორციელებულ იქნება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) აღმოსავლეთ რეგიონში, შვიდ ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში და რუსეთის ფედერაციაში. პროგრამა ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირთან (IUCN) ერთად.

კონკურსს ანხორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“.



    Subscribe to FLEG II news

    * indicates required
    Yes, I would like to receive FLEG II ENPI (East):
    I would like to receive news updates in:
    Email Format

    Subscribe to FLEG II news

    * indicates required
    Yes, I would like to receive FLEG II ENPI (East):
    I would like to receive news updates in:
    Email Format